თავში

არმაზ ახვლედიანი: არ დავუთმოთ ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს

არმაზ ახვლედიანი: არ დავუთმოთ ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს
არმაზ ახვლედიანი: არ დავუთმოთ ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს

შუა ბულვარში 16 - სართულიანი “ამბასადორი” - ეს კატასტროფაა, დანაშაულია!", - არმაზ ახვლედიანი ბათუმში დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად საპროტესტო მოძრაობას აანონსებს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ ყველამ, ვინც კორუფციისა თუ პოლიტიკური კონიუქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს, უნდა დაისაჯოს კანონის წინაშე.

"ეს აღვირახსნილი უკანონობა უნდა დავასრულოთ, ძვირფასო ბათუმელებო! არ დავუთმოთ ჩვენი ბულვარი, ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს და ბიზნეს-მაფიოზებს!

დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა როგორც დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად, ისე უკვე დასამარებული ობიექტებისთვის, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით!

რაც მთავარია, მოვითხოვოთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სისტემა და სამართლიანი მმართველობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენი ქალაქისა და სამშობლოს გაპარტახებას, დაგვიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რეალურს გახდის მისი სწორი, სწრაფი განვითარების პერსპექტივას!“ - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system