თავში

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ევროპული საქართველოც" მალე შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას.

„მე გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველთვის დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა პარტიის წევრი. არც ვყოფილვარ პარტიის წევრი, მაგრამ მე ვისურვებდი, „ევროპული საქართველოც“, „ნაციონალური მოძრაობაც“, ეს მძლავრი შენაკადები საერთო ოპოზიციური მოძრაობისა, ვიდგეთ ერთად, რათა წარსულის, მათ შორის ტრაგიკული შეცდომები აღარ განმეორდეს. 

ევროპული საქართველო", რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? - იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system