თავში

არცერთი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს - ვაშაძე

არცერთი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს - ვაშაძე
არცერთი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს - ვაშაძე

არცერთი დღევანდელი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს, არცერთი საუბარი არ იყო საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე, - ასე შეაფასა დღევანდელი სასესიო სხდომა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საჭიროა, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკა ხალხზე ორიენტირებული გახდეს.

"დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში მორიგი კინკლაობის დღე. დღეს აქ იყო საუბარი ცხრა წელზე, ბიძინა ივანიშვილზე, ვინ კარგია და ვინ ცუდი მაგრამ არავის უსაუბრია საქართველოს მოქალაქეებზე. არცერთი დღევანდელი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს, არცერთი საუბარი არ იყო საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე. 

პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს იმას მე რა მინდა და არ მინდა, არამედ პარლამენტის წევრობა ნიშნავს იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს! ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში გვაქვს საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას, საჭიროა შეწყდეს ერთმანეთის ლანძღვა და ქილიკი, რადგან ჩვენი საქმეა პირად ინტერესებზე წინ დავაყენოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system