თავში

ასე სუსტად სააკაშვილი არ მინახავს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ლევან ხაბეიშვილი

ასე სუსტად სააკაშვილი არ მინახავს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ლევან ხაბეიშვილი
ასე სუსტად სააკაშვილი არ მინახავს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის, რაც მისივე შეფასებით, წამების შედეგია. 

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად არ მინახავს, რაც, დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს, ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ, დილეგში ჰყავთ ფაქტობრივად გამოკეტილი და ამ ადამიანის ჯნმრთელობასა და სიცოცხლეს, სამწუხაროდ, საფრთხე ემუქრება. 

ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავუმეორო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system