თავში

"ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები" - სარჯველაძე

"ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები" - სარჯველაძე
ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები - სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით აშშ-ის საელჩოს მიერ, ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადება ხისტი და სამწუხაროა.

"ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system