თავში

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე
ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი შემდეგშიც არასწორად გაგრძელდება, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიიდან 6 დეპუტატის წასვლა.

კობახიძის თქმით, მათი მხრიდან ეს არასწორი ქმედება იყო, რასაც შესაბამისი შედეგი ექნება. 

"სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system