თავში

ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია - ვოლსკი

ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია - ვოლსკი
ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია - ვოლსკი

სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეაფასა.

მისი თქმით,ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია.

"ამ პოზიციას, რა საკვირველია, ვერავინ ვერ განუდგება საერთაშორისო დონეზე, ვერც პარტნიორი ქვეყნები ვერ გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და რასაკვირველია ყველასათვის იქნება, ეს სამაგალითო. ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ქონია",- განაცხადა გია ვოლსკიმ

მისივე თქმით, ოკუპანტი რუსეთისგან არაფერს ელის გარდა დესტრუქციული ნაბიჯებისა.

"ოკუპანტი ქვეყნისას რას უნდა ველოდოთ, დესტრუქციული მოქმედებების გარდა, ამას ემატება მისი ინტერესები შექმნას ალტერნატიული დერეფანი ამ ინტერესს ემატება სამხედრო სტრატეგიული ინტერესებს ემატება სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც მას რეგიონში გააჩნია, თუმცა ამ ინტერესების დაპირისპირებისას, რა საკვირველია, საქართველოს პოზიციები გაცილებით უფრო არის გაძლიერებული რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ფასს დიდი ხანია იხდის ად ამ დამოკიდებულებას უკუსვლა რუსეთის მიმართ არ იქნება ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system