თავში

ასეთი პროვოკაციებით ეცდებიან შექმნან დაძაბულობის განცდა - კობახიძე

ასეთი პროვოკაციებით ეცდებიან შექმნან დაძაბულობის განცდა - კობახიძე
ასეთი პროვოკაციებით ეცდებიან შექმნან დაძაბულობის განცდა - კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორის დაშავების ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარი პროვოკაციად შეაფასა.

"პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ჟურნალისტის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის გამო დაშავდა ოპერატორი და იმედი მაქვს, რომ ეს დაზიანება არ არის მძიმე. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რაც გვაქვს ინფორმაცია, არის გარკვეული ეჭვი მოტეხილობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ტარდება გამოკვლევა", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ფაქტით დაინტერესებულია და ეს საკითხი ყურადღების ქვეშ იქნება.

"თუმცა რაც მოხდა, არის რეალურად მძიმე თავისი პროვოკაციით და თავისი გაფორმებით. გაფორმებას რაც შეეხება, გაავრცელეს ასეთი ინფორმაცია, თითქოს მეორე სართულიდან გადააგდეს ოპერატორი და ის იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ წინადადებაში იყო რამდენიმე ტყუილი: ერთი, რომ მეორე სართულიდან გადაგდებაზე იყო საუბარი. სინამდვილეში კონკრეტული ჟურნალისტი მივიდა ქარელის ოფისში და იმ დროს, როდესაც ხდებოდა გადაღება, მოაჯირზე წონასწორობა ვერ შეინარჩუნა ოპერატორმა და გადავარდა, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული. აღარ არის მე-20 საუკუნე და კასეტებზე არავინ იწერს, არის ჩვეულებრივი ჩიპი, სადაც იწერება ყველაფერი და ეს ჩიპი გამოქვეყნებული იყო, მაგრამ არა ბოლომდე. თუ რამე იშლება, იშლება ან სრულად ან საერთოდ არ იშლება. მათ დადეს კონკრეტული ჩანაწერი, სადაც არ აჩვენეს შეგნებულად ის მომენტი, როდესაც ოპერატორმა დაკარგა წონასწორობა და გამოვარდა მოაჯირიდან და არა მეორე სართულიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

"მთავარი არხის" ცნობით, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპერატორი არავის გადმოუგდია.

მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია კიბის ბაქანზე, მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system