თავში

"ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს" - გურამ მაჭარაშვილი

"ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს" - გურამ მაჭარაშვილი
ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას სპეკულაციას უწოდებს.

"მისი როგორც პატიმრის, მისი ადვოკატებისა და კოლეგების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არის სპეკულაციური. მოშიმშილე ადამიანის, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნა არ გააჩნია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება, გამომდინარერე იქიდან, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 36-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system