თავში

,,აშშ-ისა და NATO-ს ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობას" - საგარეო

,,აშშ-ისა და NATO-ს ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობას" - საგარეო
,,აშშ-ისა და NATO-ს ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობას - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება.

"საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და NATO-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გემოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო და ხომლად "დონალდ კუკის"მეთაური, კელი ჯოუნსი:

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია" - წერს კელი ჯოუნსი.

აღსანიშნავია, რომ ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system