თავში

ბოკერია: თუ გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

ბოკერია: თუ გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი
ბოკერია: თუ გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

თუ შეთანხმება სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ გიორგი რურუა ციხეს არ დატოვებს, შეთანხმება ჩაიშლება არა ოპოზიციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

,,თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ. ჩვენ კი არა, "ევროპულ საქართველოს" ან მთელს ოპოზიციას, ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია, დამშვიდება და შინაარსით მწვავე, მაგრამ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც დამარცხდება ივანიშვილი. თუ შეთანხმების ჩაშლას აპირებენ, მაშინ ნუ მისცემენ ხმას ნურც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვნახოთ რა მოხდება,“- განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system