თავში

აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად - ლოიდ ოსტინი

აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად - ლოიდ ოსტინი
აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან. აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system