თავში

აშშ ჩვენი მთავარი მოკავშირეა - გახარია პომპეოს მადლობას უხდის

აშშ ჩვენი მთავარი მოკავშირეა - გახარია პომპეოს მადლობას უხდის
აშშ ჩვენი მთავარი მოკავშირეა - გახარია პომპეოს მადლობას უხდის

გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობას უხდის.

პრემიერ-მინისტრი წერს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა.

"კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ვიზიტისთვის. აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებზეა დამყარებული", - წერს გიორგი გახარია.

გახარია აღნიშნული პოსტით, პომპეოს ტვიტს იზიარებს, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system