თავში

აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს - დავით ზალკალიანი

აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს - დავით ზალკალიანი
აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს - დავით ზალკალიანი

"ვენ შეგვიძლია აშშ-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია შევასრულოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხად. 

მისი თქმით ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში და თბილისიდან მოხდა მათთან ერთად ამ პროცესის ხელშეწყობა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს.

"ძალიან კარგად დავინახეთ, თუ რა ფორმატებსა და ურთიერთობებს შეუძლია რეალური შედეგების დადება და შევთავაზეთ, სწორედ, პირველ რიგში, ურთიერთობა დაგვეწყო უშუალოდ ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამ ძირითად ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს და განგვეხილა ის შესაძლო ფორმატები, რაც მიმართული იქნებოდა ჰუმანიტარულ საკითხებთან. დავიწყოთ იმ ელემენტარული პროექტებით, რომლებსაც შეუძლია, რომ კონკრეტული შედეგები მოიტანოს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ლოგისტიკური და სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, მათ შორის, ბიზნესურთიერთობების განვითარებით, ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებით, იმისთვის, რომ ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით შესაძლებელი გახდეს უფრო ფართო თანამშრომლობაზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, აქ აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system