თავში

აშშ ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო - ბლინკენი

აშშ ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესი ს
აშშ ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო - ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ბლინკენი "ტვიტერზე" წერს, ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.

"აშშ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის", – წერს ბლინკენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system