თავში

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: შესანიშნავი საუბარი მქონდა გახარიასთან

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: შესანიშნავი საუბარი მქონდა გახარიასთან
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: შესანიშნავი საუბარი მქონდა გახარიასთან

ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი Twitter-ზე წერს.

ო ბრაიანის თქმით, საქართველოს პრემიერთან საუბრის ძირითადი თემა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა იყო.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. განვიხილეთ არაერთი პრობლემატური საკითხი, მათ შორის ავღანეთი, რუსეთი, ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა. ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გამყარებას,” -  წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ო ბრაიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system