თავში

აშშ-ის საელჩო: იმედგაცრუებულები ვართ

აშშ-ის საელჩო: იმედგაცრუებულები ვართ
აშშ-ის საელჩო: იმედგაცრუებულები ვართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები ნაჩქარევად, არჩევნების ჩრდილქვეშ ჩატარდა.

"აშშ-ს საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ. გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ.

დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად. აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს". – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობას 251 მოსამართლე იღებდა. მარსაგიშგილმა 248 ხმა მიიღო.

მარსაგიშვილის განცხადებით, დღეს საბჭოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა სიმცირე და საქმეების ჭარბი რაოდენობაა.

დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა. კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან სასამართლოს თავმჯდომარეობა შეუთავსებელია, ამიტომ მას აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა.

ის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავჯდომარედ აირჩია. აღნიშნული თანამდებობა კი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან აღმოჩნდა შეუთავსებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system