თავში

აშშ-ის საელჩო მიესალმება შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას

აშშ-ის საელჩო მიესალმება შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას

საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის კანონპროექტის მიღების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას.

დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის.

პირველად ქართველ დასაქმებულებს გარანტირებული ექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების სარგებელი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის.

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება, გამოუცხადებლად ჩაატაროს ინსპექცია ყველა სექტორში. ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება," - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიეგ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system