თავში

აშშ-ის საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

აშშ-ის საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე
აშშ-ის საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს, საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება. 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაიკ პომპეოს ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის დასტურია. ამასთან, სახელმწიფო მდივანი ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე.

,,სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system