თავში

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

 საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საელჩო, თბილისში მიმდინარე აქციების გამო, აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც თბილისში დღეს აქციებია დაგეგმილი, ამასთან, დიპლომატიური მისია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს.  

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია ამ საპროტესტო აქტივობების შესახებ და სამინისტროში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოებასა და წესრიგს. აშშ-ის მთავრობის პერსონალს ურჩიეს, თავი აარიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს, რადგან არსებობს პოტენციური ძალადობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system