თავში

აშშ-ის საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "ჯაველინებს“ მიჰყიდის

აშშ-ის საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის
აშშ-ის საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯაველინებს“ მიჰყიდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობას მიჰყიდიან. საჭირო სერტიფიკატი თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გასცა. ის კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აუწყებს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი არის. „ჯაველინის“ სისტემა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დაეხმარება.

შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით.

აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის,“- ნათქვამია პრესრელიზში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system