თავში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

„მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.

მან 18 ნოემბერს ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

პომპეო შეხვდა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს.

სახელმწიფო მდივანს თბილისში მდუმარე საპროტესტო აქცია-მსვლელობით დახვდნენ.

მან ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართარის შემდეგაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system