თავში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება

}აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება.

„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე სენსიტიური მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ და საქართველო ხაზგასმით აღნიშნავენ 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლების მონაწილეობის წახალისების მნიშვნელობას.

„აშშ და საქართველო ასევე აღიარებენ, რომ 5G მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომელიც ინოვაციებსა და ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა.

{{widget-content-22902}

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system