თავში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო რეგიონის ლიდერია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო რეგიონის ლიდერია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო რეგიონის ლიდერია

საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა განაცხადა. 

სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქვეყანაში დემოკარტიის შემდგომი განმტკიცებისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამისათვის პოლიტიკური ნებისა და ქართველი ხალხის მზაობის არსებობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა.

როგორც ის აცხადებს, საამაყოა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დღეს სწორედ ამერიკული დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ცენტრი დგას და აღნიშნავს, რომ გასაკვირი არც ისაა, რომ რუსული დეზინფორმაციის სამიზნე სწორედ ლუგარის ცენტრია - „როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევნის ხელშესახები შედეგი. საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება. ამერიკის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავად აკონტროლებდნენ თავიანთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოველისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას. მე მსურს ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება,- განაცხადა სტივენ ბიგანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system