თავში

აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა

აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა
აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა

აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.

„მივესალმები აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.

დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

როგორც იცით, წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც ასევე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან – საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ, გლობალურად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა.

„თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორივე – სენატისა და წარმომადგენელთა პალატის – მიერ დამტკიცებული ვერსიები არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს, წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში“, – წერს დავით ზალკალიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system