თავში

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ვერსია დაამტკიცა. 

დოკუმენტს კონგრესის ქვედა პალატის 355 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ იყო 78 წევრი. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს. ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები მიმართოს შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე. ასევე, გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system