თავში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება

პენტაგონის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. .

„საქართველოში, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას წაახალისებენ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე ეწვევა უკრაინასა და საქართველოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system