თავში

ჩნდება კითხვა, როგორ იხარჯება ფინანსები - იან კელი

ჩნდება კითხვა, როგორ იხარჯება ფინანსები - იან კელი
ჩნდება კითხვა, როგორ იხარჯება ფინანსები - იან კელი

საქართველში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლითაც ჩანს, რომ ის არ არის დაინტერესებული, მიყვეს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისთვის აშშ-მ დიდი ფული ჩადო, ახლა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ის თუ რამდენად შესაბამისად იხარჯება ფინანსები საქართველოზე.

"ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენგანი, რომელსაც უყვარს საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, შეშფოთებულია იმ ქმედებებით მთავრობის მხრიდან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ის რეალურად არ არის დაინტერესებული მიჰყვეს უკვე შეთანხმებულ რეკომენდაციებს. ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება იყო ამის შესანიშნავი მაგალით, სადაც კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ეს არ გააკეთა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან შემაშფოთებელია ეს ბევრი ჩვენგანისთვის, მათი ამგვარი პოზიცია და ხშირად გვესმის კომენტარები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემებს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს. 

მთავარი მექანიზმი ამ შემთხვევაში არის ის ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებენ აშშ-ს გადასახადის გადამხდელები საქართველოში, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვაძლევთ საქართველოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა, უსაფრთხოება და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ საკმაოდ დიდი ფული ჩავდეთ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესებში და უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, ის თემა, თუ რამდენად შესაბამისად იხარჯება ეს ფინანსები, რამდენად ვიღებთ შესაბამის შედეგებს, იმ შედეგებს, რომელიც გვჭირდება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა იქნას განხილული აშშ-ს მიერ," - განაცხადა იან კელიმ "ფორმულასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system