თავში

აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას

აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პ
აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანის მიერ, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას განცხადებით გამოეხმაურა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთში მათ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას.

ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს.

შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა დაკავებული პირის დაბრუნების მოთხოვნას და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და გადაჭრან მათ შორის არსებული პრობლემები. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის სრული პოლიტიკური მოგვარების მიზნით," - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system