თავში

აშშ-ს საელჩო: შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას

აშშ-ს საელჩო: შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას
აშშ-ს საელჩო: შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას

ამერიკის საელჩო საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლისთავს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, აშშ საქართველოს მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მის გვერდით დგას. საელჩო დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებსაც აქვეყნებს. 

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system