თავში

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მადლობას უხდის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მადლობას უხდის
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მადლობას უხდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას მადლობა უხდის. საკითხი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტაციას შეეხება. 

მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ. სომხურმა მხარემ კი გადასცა ინფორმაცია დანაღმული ტერიტორიების შესახებ. 

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლობელი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფასილიტაციში შეტანილი უკიდურესად მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო დაახლოვებს დამსახურებულ მშვიდობიან მომავალთან", –  ნათქვამია ბლინკენის ტვიტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system