თავში

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა
აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას კობახიძე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე შეხვდა სენატორ შაჰინს; სენატორ ჯონსონს; სენატორ რიშს; სენატორ ვან ჰოლენს; კონგრესმენ კინზინგერს; კონგრესმენ კონოლის; სახელმწიფო მდივნის მეორე მოდგილეს, ჯორჯ კენტს; ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმიტს;

ასევე ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების “ თავმჯდომარე შეხვდა NDI-ის პრეზიდენტს - დერეკ მიჩელს; IRI-ის პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს; NED-ის პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; IFES-ის პრეზიდენტს, ენტონი ბანბურის; „ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელებს; სენატისა და კონგრესის წამყვან თანამშრომლებს.

„პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system