თავში

ასლან ბჟანია ოფიციალურ თბილისთან დიალოგის დაწყებაზე საუბრობს

ასლან ბჟანია ოფიციალურ თბილისთან დიალოგის დაწყებაზე საუბრობს
ასლან ბჟანია ოფიციალურ თბილისთან დიალოგის დაწყებაზე საუბრობს

გვინდა მშვიდობა, მაგრამ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს საქართველოს მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ე.წ. პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ აწერს საქართველო ხელს, აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული კონფლიქტების გაჩაღებით, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენი მომზადების ხარისხი გვაძლევს საშუალებას, მომავალს მშვიდად ვუყუროთ. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს, მის უფლებებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა პოლიტიკამ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული. 

როგორც კი საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობას და ეს პირველი პუნქტი განხორციელდება, ყველაფერი სულ კარგად წავა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ, აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, დიალოგის საშუალებას მოგვცემს,“  - განაცხადა ბჟანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system