თავში

კობახიძე ოდირის დასკვნაზე: რაც მალე დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს წინადადებას, მით უკეთესი იქნება მათთვის

კობახიძე ოდირის დასკვნაზე: რაც მალე დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს წინადადებას, მით უკეთესი იქნება მათთვის
კობახიძე ოდირის დასკვნაზე: რაც მალე დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს წინადადებას, მით უკეთესი იქნება მათთვის

ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან. ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელის თითქოს შესაბამისობას კონსტიტუციასთან და მეორე, მათ ისიც კი არ იციან, თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ დასკვნის გაგზავნით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს სახალხო დამცველიც.  

,,ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში. ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო ამ თხოვნით და ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა რეალურად ოდირმა ჩვენს ოპოზიციას. დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ასევე ოდირის დასკვნიდან, ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისევე როგორც მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ დღეს მოქმედი შერეული სისტემაც თანაბრად ლეგიტიმურია.

,,ეუთო/ოდირის დასკვნაში ასევე არის მინიშნება, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში, საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ, თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს არის 77/73-ზე, შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system