თავში

ლარი სჭირდებათ რომ გმართონ და გაგაღარიბონ - ზურაბ ჯაფარიძე

ლარი სჭირდებათ რომ გმართონ და გაგაღარიბონ - ზურაბ ჯაფარიძე
ლარი სჭირდებათ რომ გმართონ და გაგაღარიბონ - ზურაბ ჯაფარიძე

ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებლ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რეფინანსირების განაკვეთი და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული  სესხების პროცენტი გაზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმაურება და წერს:

"დოლარში რომ მოგინდეთ იპოთეკური სესხის აღება, 15 წლიანს აღარ მოგცემენ

10 წელზე გადანაწილებით, თვეში თუ დიდი თანხა გამოგივიდათ, ე.ი. საერთოდ ვერ აიღებთ ეგეთ სესხს და ვერ იყიდით/გაარემონტებთ ბინას.

ასე გიბიძგებენ რომ ლარში აიღოთ. 

ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეს ნაბიჯიც.

ოღონდ ლარში თუ აიღეთ, მერე ამათზე იქნებით დამოკიდებული რა %-ის გადახდა მოგიწევთ.

აგერ ახლა გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე (10.5%) და ათობით ათას ადამიანს გაუძვირეს სესხი. 

ლარი სჭირდებათ რომ გმართონ. 

რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის.

მით მეტად გაგაღარიბებენ. ბიძინა და ოცნება აკეთებს ამას, და არა ერ. ბანკში დასმული პაიკები" - წერს ჯაფარიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system