თავში

აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს - ბოკერია

აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს - ბოკერია
აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს - ბოკერია

"სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ არჩევნების შედეგებს აუქმებენ, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

მიუხედავად ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, რაც გამოიყენეს ამ არჩევნებზე, სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ უბრალოდ აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს. ვიმეორებ, ეს არჩევნებს შედეგი არალეგიტიმური იყო იმ მეთოდების გამო, რაც გამოიყენა რეჟიმმა ჯამში, მან წააგო ჯამში საქართველოში და გაიფორმა გამარჯვება, მაგრამ სადაც მოხერხდა მოქალაქეების მობილიზების შედეგად კონტროლის ჩამორთმევა ივანიშვილის რეჟიმისთვის საკრებულოებში და დიდ ქალაქებში და ბათუმი ამის მაგალითია, იქ გვაჩვენებენ ძალას იმით, რომ უგულებელყოფენ მინიმალურ სტანდარტს დემოკრატიის, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ბათუმისა და ზუგდიდში დილიდან ხმაურია. საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system