თავში

აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა - უკრაინის ომბუდსმენი

აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა - უკრაინის ომბუდსმენი
აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა - უკრაინის ომბუდსმენი

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ხვდება. მისი თქმით, დაინტერესებულია როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მისი უფლებრივი მდგომარეობა.

ომბუდსმენმა კომენტარი უკრანელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაბამის უწყებებს მიმართავს.

"დღეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო. 

მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა.

ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", - თქვა სახალხო დამცველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system