თავში

აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს - ამერიკელი სენატორები

აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთ
აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს - ამერიკელი სენატორები

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ეხმაურებიან. მათ "ამერიკის ხმას" წერილობითი კომენატარი მისცეს. 

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მან შეხვედრები გამართა კონგრესში.

დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მორიგი რაუნდი შედგება. მას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები კელი დგენანი და კარლ ჰარცელი დაესწრებიან. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system