თავში

აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა ქართულ მედიას ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს - VIDEO

აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა ქართულ მედიას ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს - VIDEO
აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა ქართულ მედიას ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს - VIDEO

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა თქვა, რომ სომხეთის მხრიდან გუშინ დილით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ელდარ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხთის მიერ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობაა.

"სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეზე",- განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთის მხრიდან ოკუპაციისთვის მზადების შესახებ.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტისპირა ხაზის გასწვრივ მდებარე, მჭიდროდ დასახლებული სამოქალაქო ზონებისა და ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის გარდაცვლილი და დაჭრილების შესახებ. ძლიერი ზიანი მიადგა ბევრ საცხოვრებელ სახლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მაგალითად, 27 სექტემბერს საღამოს, 20:00 საათის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია 19 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. გარდაიცვალა ელბრუს გურბანოვი და მისი ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, ქალაქ ნაფთალანთან მდებარე სოფელ გაშალთიში სახლი კი მთლიანად განადგურდა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთის მიმდინარე სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების განთავსება აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიმართავენ „საპასუხო ზომებს სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანი ახორციელებს თავის უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა მედიის წარმომადგენლებს ფოტო მასალები გადასცეს სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

ამასთან, ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system