თავში

აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ბევრი აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა. 

"ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება ერთობლივი პროექტებისა, როგორიცაა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. ამ პროექტებმა შეცვალა რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული რუკა. ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობის გარეშე, ეს პროექტები შეუძლებელი იქნებოდა. 

გასული წლის ბოლო დღე იყო სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის განხორციელების ბოლო დღე. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ უფრო ფართო ევრაზიისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც ჩვენ ერთად წამოვიწყეთ, წარმატებული ისტორია ექნება.

ახლახან გადავხედე გარკვეულ ინფორმაციას და ვნახე, რომ აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. 

ეს ასევე კარგი მაჩვენებელია თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებისა, რაც ძალიან პოზიტიური და ხელსაყრელია საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. 

ვიცი, რომ უფრო მეტ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს საქართველოში ოპერირება და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system