თავში

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღნიშნეს

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღნიშნეს
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღნიშნეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღნიშნეს.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა და საელჩოს თანამშრომლებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ყვავილებით შეამკეს საერთო ეროვნული ლიდერის ბიუსტი, ასევე, ყვევილებით შეამკეს რუსთავში საერთო ეროვნული ლიდერის ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიღებულ იქნა რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. იმავდროულად მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“.

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ 30 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ კონსტიტუციური აქტი და დააფუძნა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლები.

ამ მომენტიდან აზერბაიჯანმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1991 წლის 18 ოქტომბერს რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობიდან ოფიციალურად გავიდა და დამოუკიდებელი გახდა. 18 ოქტომბერი ეროვნული დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ კანონის მიღებით, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლები ჩამოაყალიბა.

დღეს, "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ" კონსტიტუციური კანონის მიღებიდან 29 წელი გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system