თავში

აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა

აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ესტონეთის ელ
აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ელჩმა ესტონელ კოლეგას წარმატება უსურვა საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობაში. აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ემსახურება ორივე ხალხის კეთილდღეობას და წარმოადგენს მდგრადი განვითარების მთავარ მამოძრავებელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საუბრისას, სამხრეთ გაზის დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა შეფასდა, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, ფაიგ გულიევმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ, რომელიც თითქმის 30 წელია გრძელდება, აღინიშნა, რომ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით, მიღებულია საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა. ფაიგ გულიევმა 44-დღიანი ომის მიზეზებსა და არსზე ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ, მთელს რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს.

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საუბრისას აღნიშნა, რომ ესტონეთი დიდ ყურადღებას უთმობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას და აპირებს კიდევ უფრო განავითაროს რეგიონული თანამშრომლობა.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system