თავში

აზერბაიჯანის გამარჯვებამ რეგიონში სეპარატისტები შეაშინა - ვასილ პაპავა

​აზერბაიჯანის გამარჯვებამ რეგიონში სეპარატისტები შეაშინა - ვასილ პაპავ
აზერბაიჯანის გამარჯვებამ რეგიონში სეპარატისტები შეაშინა - ვასილ პაპავა

აზერბაიჯანი თითქმის 30 წელია დიდ ძალისხმევას იჩენდა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, მაგრამ არანაირი შედეგი არ დამდგარა, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ვასილ პაპავამ თბილისში გამართულ ფორუმზე "ახალგაზრდებისა და მედიის მიერ რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერა" განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში აზერბაიჯანმა დიდი მოთმინება გამოიჩინა.

"მეზობელი აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად შესაფერის გეოპოლიტიკურ სიტუაციას ელოდებოდა. აზერბაიჯანელი ხალხი სამამულო ომისთვის მზად იყო", - აღნიშნა პაპავამ.

პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გამარჯვებამ რეგიონში სეპარატისტები შეაშინა.

"სეპარატისტულმა ძალებმა დაინახეს, რომ ადრე თუ გვიან სამართალი გაიმარჯვებს და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ. საქართველომ აზერბაიჯანის მაგალითს უნდა მიბაძოს, არ დაუშვას, რომ ოკუპაციის თემა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე დაივიწყონ”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system