თავში

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

​აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქამრან ალიევი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის სამართალდამცავი სფეროში, მიღწეულია წარმატება ორმხრივი სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის სფეროში.

ამასთან, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობა გაესვა ხაზი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system