თავში

აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ ინიციატივაზე - ზალკალიანი

აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ ინიციატივაზე - ზალკალიანი
აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ ინიციატივაზე - ზალკალიანი

აზერბაიჯანის ლიდერთან საუბარი იყო პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე - ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართვლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ ინიციატივას აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა სქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

"უაღრესად წარმატებული ვიზიტი იყო. ეს ბოლო სამ თვეში მეორე ვიზიტია. პირველი გახლდათ ოფიციალური ვიზიტი, რა დროსაც შეთანხმდა ამ ვიზიტის განხორციელება, რადგანაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია უკვე ათი წელია არ ჩატარებულა სხვადასხვა მიზეზების გამო და ზუსტად სამ თვეში მოხერხდა გამართვა და ჩვენ დღეს ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი კომისიის სხდომა, სადაც 6 დოკუმენტი გაფორმდა სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელი და აუცილებელია, რომ აზერბაიჯანთან ჩვენ გვქონდეს ძალიან სერიოზული, ღრმა და ყოვლისმომცველი ორმხრივი ურთიერთობები და ეს ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა ასული. საუბარი იყო ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაორმაგების თვალსაზრისით შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რაოდენ ეფექტური იყო თანამშრომლობა პანდემიის პირობებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონში არის ახალი გეოპოლიტიკური გარემო და მოგეხსენებათ, რომ სქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიოს წინაშე ახალი ინიციატივა წარადგინა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივის სახელით და ამ თემებზე იყო საუბარი აზერბაიჯანის ლიდერთან, ასევე სამთავრობო შემადგენლობის წარმომადგენლებთან და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია. პირველ რიგში, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ ამ ინიციატივის მთავარ მონაწილეებთან, მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. რა თქმა უნდა, სომხებთანაც გვექნება ამ თემაზე საუბარი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ ინიციატივას აქვს ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ ისეთ კონკრეტულ პროექტებზე და იდეებზე საუბარი, რომელიც შემდეგომ განვითარდება, რომელზეც შესაძლებელია კონსესუსი სამ მეზობელ სახელმწიფოს შორის. თუნდაც სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულების თვალსაზრისით ერთობლივ პროექტებზე, ასევე მცირე ეკონომიკურ პროექტებზე, ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით შემდგომ განვითარებაზე, კულტურულ თანამშრომლობაზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, რადგან სწორედ ასეთი პატარა მცირე ნაბიჯებით, კონკრეტული პროექტებით შესაძლებელი იქნება შემდგომ გაფართოება, შესაძლებელი იქნება, რომ ამას შემოუერთდნენ უკვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამაზე შემდგომ აიგოს ის დიდი თანამშრომლობა, რომელმაც უნდა მოიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ბაქოში გამართული მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.

"მემორანდუმები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, არის სამთავრობო კომისიის შიგნით განხილული თემების და დიკუსიის შედეგი. ეს მემორანდუმები არის უკვე იმ კონკრეტული მიმართულებით, სექტორალური კუთხით თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system