თავში

აზერბაიჯანის პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

აზერბაიჯანის პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერად ხელახალ დანიშვნას
აზერბაიჯანის პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მეორედ დანიშვნას ულოცავს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალი ასადოვმა გიორგი გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილში აზერბაიჯანის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს და კიდევ უფრო გაძლიერებს მის საერთაშორისო პოზიციებს, ასევე დაეხმარება ორი ერის მეგობრობის ტრადიციებზე დაფუძნებული აზერბაიჯანულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გიორგი გახარიას წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system