თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

დღეს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.ასევე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ კუთხით რეგიონული პროექტების განხორციელების აუცილებლობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშველობაზეც. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთიბებისა და რეგიონის განვითარების საკითხებში.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა კოლეგა ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system