თავში

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს შესაბამისი წერილი გამოუგზავნა.

„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნავს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system