თავში

აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება - გახარია

აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება - გახარია
აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება - გახარია

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით. 

მისივე თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დაუყენებს.

"მოგეხსენებათ, ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგივძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები, ასევე საბერძნეთშიც. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში და ესპანეთშიც, „ქართული ოცნება“ მიაღწევს გამაჯრვებას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახლემწიფოები, რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს," - განაცახადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system