თავში

აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საქართველოს 13 000-მდე მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საქართველოს 13 000-მდე მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საქართველოს 13 000-მდე მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში საარჩევნო უბნები გაუქმდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თორთლაძის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 3, თესალონიკში კი 2 საარჩევნო უბანი დაიხურა. სალონიკის შემთხვევაში პანდემია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში მიზეზად პანდემიასთან ერთად, საომარი ვითარებაც დასახელდა.

"ათენში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ. ასევე, სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მოქალაქეებიც შეუფერხებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა თორთლაძემ.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში საქართველოს 7 000 მოქალაქე, ხოლო თესალონიკის შემთხვევაში 6 000 არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system